25 თებერვლის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე 177 სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით, მათ შორის Shahed-ის ტიპის დრონებით მიიტანა იერიში. აქედან უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 110 დრონის განადგურება მოახერხა, 66-მა კი მიზანს ვერ მიაღწია.
ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებენ.
დრონები ჩამოაგდეს ხარკოვის, პოლტავის, სუმის, კიევის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიროვოგრადის, მიკოლაევის, ხერსონის და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში. 66 ლოკაციურად დაკარგული დრონს უარყოფითი შედეგები არ მოჰყოლია.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა დრონები გაუშვეს რუსეთის ქალაქების – ორელის, ბრიანსკის, კურსკის, მილეროვოს, შატალოვოსა და პრიმორსკო-ახტარსკის მიმართულებიდან.
"მტრის შეტევის შედეგად დაზარალდნენ კიევის, ხარკოვის, კიროვოგრადისა და სუმის რეგიონები" – განაცხადეს უკრაინის საჰაერო ძალებში.





