საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა EU-ს საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის გზა NATO-სკენ გარდაუვალია და ადრე თუ გვიან ქვეყანა ალიანსის წევრი გახდება.
"ყველაზე ძლიერი უსაფრთხოების გარანტია - და, სინამდვილეში, ასევე ყველაზე იაფი - NATO-ს წევრობაა. ჩვენ შევთანხმდითო, რომ უკრაინის გზა NATO-სკენ გარდაუვალია. ამაზე შევთანხმდით. ამიტომ, საბოლოოდ, უკრაინა უნდა იყოს NATO-ს წევრი.
თუ ეს არ არის პირველი ეტაპი, მაშინ ყველა ქვეყანამ, რომელმაც უსაფრთხოების გარანტია მისცა უკრაინას, უნდა უპასუხოს კითხვას ადგილზე სამხედროებისა და საბრძოლო მასალების გაგზავნის შესახებ, რათა უსაფრთხოება მართლაც იყოს გარანტირებული.
მიუნხენში ერთ-ერთ ამერიკელ წარმომადგენელთან დისკუსია მქონდა და მან თქვა, "იცით, ძლიერი NATO გვჭირდებაო". მე ვუთხარი: "თუ ძლიერი NATO გინდათ, მაშინ უკრაინა გააწევრიანეთ, რადგან ყველაზე ძლიერი ჯარი, რომელიც ევროპაში არსებობს, უკრაინული ჯარია-მეთქი". - თქვა კალასმა.





