კიევში ომის 3-წლისთავისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე ლიტვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ უკრაინის ევროკავშირში მიღების დაჩქარებაზე ილაპარაკა.
"მე გთავაზობთ თარიღს - 2030 წლის 1 იანვარი. საწყისი მოლაპარაკებების დაწყება პირველივე კვირებშია შესაძლებელი. მოდით ევროკავშირისკენ მიმავალი გზა უკრაინისთვის გარდაუვალი გახდეს". – თქვა ნაუსედამ.
ნაუსედას თქმით, ლიტვა, ბალტიისპირეთს სხვა ქვეყნებთან ერთად მზად არის გაზარდოს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო პოტენციალი:
"ჩვენ შემდგომშიც უნდა განვაგრძოთ უკრაინის საომარი საჭიროებების უზრუნველყოფა. და მშპ-ს 25%-ს უკრაინის სამხედრო დახმარებას მოვახმართ. ახლა დადგა ლიდერობის დრო, ჩვენ, ევროპელებმა უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა დაუყონებლივ. ევროპის უსაფრთხოება ხომ უკრაინის უსაფრთხოებაზეა დამოკიდებული".
სიტყვის ბოლოს ლიტვის პრეზიდენტმა NATO-ზეც ილაპარაკა:
"და ბოლოს, უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების მყარი გარანტიები. NATO-ს წევრობა საუკეთესო, მეტად ეფექტური და გრძელვადიანი ვარიანტია. ამიტომ, უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი მოლაპარაკებების მაგიდაზე უნდა დარჩეს".





