ლიტვა-უკრაინა

ლიტვა უკრაინას კვირის ბოლომდე 4500 დრონს გადასცემს

Pravda.ua

19 იანვრამდე უკრაინა ლიტვისგან 4 500 უპილოტო საფრენ აპარატს მიიღებს. ინფორმაციას ლიტვის თავდაცვის მინისტრი დოვილე სკალიენე სოციალურ ქსელ X-ში ადასტურებს.

"სიხარულით გატყობინებთ, რომ ამ კვირაში უკრაინა ლიტვისგან 5 მილიონი ევროს ღირებულების 4500 დრონს მიიღებს". – წერს სკალიენე სოციალურ ქსელში.

სკალიენეს თქმით, მთავრობის ბოლო შეხვედრაზე სახელმწიფო აქტივების გაცემის პროცედურის გამარტივებას უყარეს კენჭი. გამარტივებული პროცედურა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პროცესს საგრძნობლად დააჩქარებს.

ცოტა ხნით ადრე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი დრონები ბიუროკრატიული პროცედურების გამო ლიტვურ საწყობებში გაიჭედა. 

2024 წლის ნოემბერში ლიტვამ უკრაინას სამხედრო დახმარების პაკეტი გადასცა.

კომენტარები