ნორვეგია-უკრაინა

ნორვეგია უკრაინას €1 მილიარდის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს

ნორვეგიის პრემიერმინისტრი იონას გარ სტიორე და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
President.gov.ua

ნორვეგიის პრემიერმინისტრის, იონას გარ სტიორეს თქმით, 2025 წელს უკრაინა €1 მილიარდის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებს.

"ჩვენ ჰუმანიტარული და სამოქალაქო საჭიროებებისთვის უკრაინისთვის €1 გამოვყავით". – თქვა ნორვეგიის პრემიერმინისტრმა.

სტიორემ დააზუსტა, რომ ისმინა უკრაინის პრეზიდენტის თხოვნა ენერგეტიკის სფეროს მხარდაჭერის შესახებ.

ნორვეგიის მთავრობის განმარტებით, 12.5 მილიარდი კრონა (დაახლოებით 1 მილიარდი ევრო) შემდეგ სფეროებს მოხმარდება:

  • ენერგეტიკული უსაფრთხოება და ელექტროენერგიის მიწოდების სფერო;
  • ბირთვული უსაფრთხოება და გაზის შეძენა;
  • ჰუმანიტარული დახმარება;
  • ოპერატიული მხარდაჭერა და რეაბილიტაცია;
  • ბიზნესისა და კერძო სექტორის განვითარება;
  • სამოქალაქო საზოგადოება;

 

კომენტარები