რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ომის დასრულებისკენ ნაბიჯი ყველა უკრაინელი ტყვის გათავისუფლება შეიძლება იყოს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
kyivindependent.com

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის მხრიდან ომის დასრულების სურვილის "რეალური" ნიშანი, შესაძლოა, ყველა უკრაინელი ტყვის გათავისუფლება იყოს. მანვე დაამატა, რომ უკრაინა მზად არის ყველა რუსი სამხედრო ტყვე ყველა უკრაინელ ტყვეში გაცვალოს. 

ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო სამიტზე ილაპარაკა

"ომის დასრულება უნდა დაიწყოს ნაბიჯებით, რომლებიც უშუალოდ ვითარებისადმი ნდობას აღადგენს, რადგან რუსეთისადმი ნდობა არ არსებობს. საჭიროა სიტუაციები, რომლებიც ომის დასრულების შესახებ მეტყველებს. რეალური სიტუაცია.

ახლა ასეთი ნაბიჯი შეიძლება იყოს ტყვეების გათავისუფლება. ათასი, ზუსტად ათასი, ადამიანი, რომელიც ახლა რუსეთში არის დაკავებული, მათ შორის, ნაწილი არა მხოლოდ 2022 წლიდან, არამედ გაცილებით უფრო ადრე, ჯერ კიდევ 2014 წლიდან. რუსეთმა უნდა უკრაინელები გამოუშვას. უკრაინა მზად არის, ყველა [ტყვე] ყველაზე გაცვალოს და ეს სამართლიანი ვარიანტია". - თქვა ზელენსკიმ. 

ზელენსკიმ ასევე დაამატა, რომ ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში ევროპაც და უკრაინაც უნდა მონაწილეობდნენ, რადგან რუსეთი ომს სწორედ უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს, ხოლო ევროპა და "ევროპული ცხოვრების წესი", მისი თქმით, რუსეთის "სტრატეგიული სამიზნეა". 

გარდა ამისა, ზელენსკის თქმით, თუკი უკრაინას NATO-ში არ მიიღებენ, ის პარტნიორებთან ერთად იძულებული გახდება, "NATO ქვეყნის შიგნით აშენოს". 

კომენტარები