სანდრო ცნობილაძე

ცნობილაძე ჩხრეკაზე: არ ვიცი რას ეძებენ, ამოიღეს ტელეფონები, ლეპტოპები და კომპიუტერი

სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში სპეციალური საგამოძიებო სამსახური ჩხრეკას ატარებს. ცნობილაძემ პირველი კომენტარი თავისი სახლიდან გააკეთა.

"არ ვიცი რას ეძებენ, ამოიღეს ტელეფონები, ლეპტოპები და კომპიუტერი. შესაბამისად, მეტი არ ვიცი ჯერჯერობით არაფერი. ჩვეულებრივად, იმას, რომ სულ აქციებზე ვარ და ამათი დედის ტ*ვნაც რომ უნდა გავაჩინო, მაგას ვუკავშირებ" - თქვა ცნობილაძემ მის სახლში ჩხრეკაზე

ტაბულას სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უთხრა, რომ საქმე დაზარალებული ქალის პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალის უკანონოდ მოპოვებას ეხება.

კომენტარები