ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, რომელიც კიევში უკრაინის მხარდაჭერის საერთაშორისო სამიტზე იმყოფება, მარტში უკრაინა ევროკავშირისგან €3.5 მილიარდის ოდენობის დახმარებას მიიღებს.
"შემიძლია გამოვაცხადო, რომ €3.5 მილიარდის ოდენობის ახალ დახმარებას უკრაინა უკვე მარტში მიიღებს". – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ "ევროპა აქ არის, რათა დაეხმაროს უკრაინას ამ კრიტიკულ მომენტში", ასევე ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზგასმით თქვა, რომ ახლა არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთლიანი ევროპის ბედი წყდება.
"ამ დროისთვის ევროკავშირმა უკრაინას ჯამში €134 მილიარდით დაეხმარა". – თქვა ფონ დერ ლაიენმა.
ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი 2025 წელს უკრაინას €35 მილიარდით დაეხმარება.





