შვედეთის მთავრობამ ომის დაწყებიდან 3 წლის თავთან დაკავშირებით უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი მსხვილი პაკეტი დააანონსა.
შვედეთი უახლოეს მომავალში უკრაინას 1.2 მილიარდი კრონის (დაახლოებით 107.7 მილიონი დოლარი) ღირებულების სამხედრო აღჭურვილობას გადასცემს.
როგორც შვედეთის პრემიერმინისტრის, ენერგეტიკისა და განათლების მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, სტოკჰოლმი კიევს საჰაერო, და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებს, მათ შორის, Robot 70-სა და Tridon Mk2-ს ტიპის სისტემებს გადასცემს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინას რუსეთის მიერ ბოლო დროს გაძლიერებული საჰაერო თავდასხმებისგან თავის დაცვაში დაეხმარება. ცნობისთვის, 23 თებერვალს რუსეთი უკრაინას რეკორდული რაოდენობის, 267 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს.
"მთავრობა ყოველთვის აყენებს შვედეთისა და შვედი ხალხის უსაფრთხოებას პირველ ადგილზე. არცერთი ამოცანაა იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე შვედეთის დაცვა. ჩვენ მიერ უკრაინის მხარდაჭერით ჩვენივე უსაფრთხოებას ვაძლიერებთ". - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, 30 ნოემბერს შვედეთმა უკრაინის მხარდასაჭერად 2022 წლის შემდეგ ყველაზე მსხვილი სამხედრო პაკეტი გამოყო. დახმარება $1.2 მილიარდს შეადგენს.





