პოლონეთს საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ შიკორსკიმ უკრაინაში ჩამოგდებული რუსული დრონი აშშ-ში კონსერვატიული პოლიტიკური ქმედების კონფერენციაზე (CPAC) ჩაიტანა.
"კონსერვატიული პოლიტიკური ქმედების კონფერენცია (CPAC) ვაშინგტონში არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ღონისძიება მსოფლიოში. წელს მონაწილეებს შეეძლებათ ნახონ ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიკვდილის სიმბოლო, რომელიც უკრაინელებმა ჩამოაგდეს და პოლონეთმა ჩამოიტანა - ირანული შაჰიდის დრონი" - დაწერა შიკორსკიმ სოციალურ ქსელ X-ზე
შიკორსკი ვაშინგტონში აშშ-ს მხარის მოწვევით ჩავიდა და სავარაუდოდ, ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვდება. აშშ-ში ასევე იმყოფება პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა, რომელიც დღეს პრეზიდენტ ტრამპს შეხვდება.





