კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრასთან დაკავშირებით დეტალები ჯერ არ არის განხილული. პესკოვმა დაამატა, რომ მიუხედავად ამისა, საუდის არაბეთში მოლაპარაკების დროს მხარეები შეთანხმდნენ ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის პირისპირ შეხვედრის საჭიროებაზე.
"ორი პრეზიდენტს აქვთ სურვილი, რაც მათ გამოხატეს, ასევე არსებობს ამ შეხვედრის კარგად მომზადების ინსტრუქცია, რათა ის მაქსიმალურად პროდუქტიული იყოს. ყველა ნიუანსი მომზადების დროს იქნება განხილული" – თქვა პესკოვმა.
მანამდე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ინტერვიუში თქვა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის პოტენციური შეხვედრა მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად იქნება პროგრესი უკრაინაში ომის დამთავრების საკითხზე.
რუბიოს თქმით, მან ტრამპსა და პუტინს შორის პოტენციური შეხვედრა საუდის არაბეთში მის კოლეგა სერგეი ლავროვთან შეხვედრისას განიხილა.
მანამდე, ტრამპმა თქვა, რომ პუტინს "სავარაუდოდ" თებერვლის ბოლომდე შეხვდებოდა, თუმცა რუბიოს თქმით, ჯერჯერობით შეხვედრის ვადები ცნობილი არ არის.
"შეხვედრა არ იქნება, სანამ არ გვეცოდინება, რის შესახებ უნდა იყოს შეხვედრა". - თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.





