კაშ პატელი

FBI-ს ახალი დირექტორი კაშ პატელი გახდა

FBI-ს დირექტორი კაშ პატელი
Rolling Stone

აშშ-ს სენატმა გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორის თანამდებობაზე კაშ პატელი დაამტკიცა.

კენჭის ყრის შედეგები ასეთი: 51 მომხრე, 49 წინააღმდეგი. პატელს მხარი არ დაუჭირა ორმა რესპუბლიკელმა სენატორმა.

წარსულში პატელი ტრამპის პირველი ადმინისტრაციის წევრი იყო. შემდეგ გახდა ფედერალური პროკურორი ვაშინგტონში. FBI-ს დირექტორად დანიშვნამდე იყო ფედერალური სახელმწიფო ადვოკატი ფლორიდის შტატში.

პატელის კანდიდატურა FBI-ს დირექტორის პოსტზე ტრამპის პირველ ადმინისტრაციაშიც განიხილებოდა, თუმცა მაშინდელი გენერალური პროკურორი ბილ ბარი წინააღმდეგი იყო, რადგან მიაჩნდა, რომ პატელ შესაბამისი კვალიფიკაცია არ გააჩნია.

კომენტარები