განახლება: კოსტენკომ განმარტა თავისი განცხადება ამერიკული იარაღის უკრაინაში მიწოდების "შეჩერების" შესახებ, მისი თქმით, საუბარია მხოლოდ იმ კომპანიებზე, რომლებიც "გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკურ ასპარეზზე მოვლენების განვითარების მოლოდინში არიან"
"არსებობს ინფორმაცია, რომელსაც მეც ვფლობ, როგორც თავდაცვის კომიტეტის მდივანი, რომ კომპანიები, რომლებიც უშუალოდ ყიდიან იარაღს უკრაინაში - ეს არ ეხება მატერიალურ-ტექნიკურ დახმარებას - ახლა ელოდებიან, როგორ დასრულდება ყველა ეს შეხვედრა. ისინი ელოდებიან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რათა არ შეექმნათ რაიმე პრობლემები უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გამო" – განმარტა კოსტენკომ.
უკრაინული მედია УНІАН-ის ცნობით, აშშ-მ უკრაინაში იარაღის გაყიდვა შეაჩერა. ამის შესახებ პროექტ "თემა მოსეიჩუკთან" ეთერში უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა, ეროვნული თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კოსტენკომ ისაუბრა.
"ჩემი ინფორმაციით, იარაღის მომარაგება, რომელიც მოდიოდა აშშ-დან უკრაინის დასახმარებლად, შეჩერდა. ის კომპანიები, რომლებსაც უნდა გადაეცათ ეს იარაღი, ახლა იცდიან, რადგან გადაწყვეტილება ჯერ არ არის. ყველა ელოდება, იქნება თუ არა ეს გადაწყვეტილება, რომ მინიმუმ თანხის სანაცვლოდ მაინც მოხდეს იარაღის მიწოდება" - თქვა კოსტენკომ.
როგორც წერს მედია, იარაღის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი ამჟამად ცნობილი არ არის.





