უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინასა და რუსეთში დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, კით კელოგს შეხვდა, თუმცა მათი ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელიც შეხვედრის შემდეგ უნდა გამართულიყო, აშშ-ს მოთხოვნის საფუძველზე გაუქმდა.
Reuters-ის ცნობით, ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.
უცნობია მიზეზი, თუ რატომ გაუქმდა პრესკონფერენცია ან ტრამპის ადმინისტრაციის კონკრეტულად რა მოთხოვნის საფუძველზე მოხდა ეს.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კით კელოგი უკრაინის დედაქალაქ კიევში სპეციალური ვიზიტით გუშინ, 19 თებერვალს ჩავიდა.





