20 თებერვლის ღამის საათებში ოკუპანტებმა უკრაინის წინააღმდეგ 14 რაკეტა და 161 დრონი გაისროლეს. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 158 დრონმა მიზანს ვერ მიაღწია.
"მტრის თავდასხმის შედეგად, ხარკოვის, სუმის, ოდესისა და კიევის რეგიონებს მიადგათ ზარალი. ხერსონის რეგიონში, მტრების ბომბმა ნაწილობრივ გაანადგურა რამდენიმესართულიანი საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელი. არის მსხვერპლი, ხოლო სამაშველო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს" – წერია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში.
პარალელურად, უკრაინისა და აშშ-ს პრეზიდენტებს შორის. დონალდ ტრამპმა 18 თებერვალს მკვეთრად გააკრიტიკა ვოლოდიმირ ზელენსკი და ფაქტობრივად უკრაინას ომის დაწყებაში დასდო ბრალი მას შემდეგ, რაც აშშ-სა და რუსეთის დელეგაციები უკრაინაში ომის დასამთავრებლად მოლაპარაკებებისთვის ერთმანეთს საუდის არაბეთში შეხვდნენ.
მოგვიანებით, ტრამპმა ზელენსკის დიქტატორი უწოდა და არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა.





