ლიტვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ უკრაინის მხარდასაჭერად და კონტინენტის უსაფრთხოების გასაძლიერებლად ევროპის საზოგადოებას მყისიერი მოქმედებისკენ მოუწოდა.
ნაუსედამ სოციალურ ქსელში უკრაინის მხარდაჭერის გეგმა გამოაქვეყნა, რომლის დებულებებია:
- რეალური უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის, NATO-ს წევრობა უნდა დარჩეს მოლაპარაკებების მაგიდასთან;
- რუსეთმა უნდა აგოს პასუხისმგებლობა სამხედრო დანაშაულებებზე, ხოლო სანქციები ძალაში უნდა დარჩეს აგრესიის შეწყვეტამდე;
- შეიარაღების სასწრაფო დაფინანსება და 10 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება უკრაინას;
- რუსული აქტივების გაყინვა და რუსული/ბელარუსული პროდუქტის იმპორტზე დამატებითი გადასახადის დაწესება;
- ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება, სავარაუდო თარიღი 2030 წელი;
"უკრაინის უსაფრთხოება არის ევროპის უსაფრთხოება, მოდით ვიმოქმედოთ ერთად". – წერს ნაუსედა.




![წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2023/11/nino-cilosani.jpg?h=af382aad&itok=zVWxYTJG)
