19 თებერვალს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ აშშ-ს მხრიდან $500-მილიარდიან სამხედრო დახმარების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
"განსხვავებული ციფრები გვაქვს. ჩვენ ომი $320 მილიარდი დაგვიჯდა, აქედან 120 მილიარდი ჩვენ, უკრაინელი გადასახადების გადამხდელების არის, 200 მილიარდი - აშშ-სა და ევროპელი მოკავშირეების. ეს სამხედრო დახმარების პაკეტებია. სულ აშშ-მ მოგვცა 67 მილიარდი იარაღის სახით და 31.5 მილიარდი პირდაპირი დახმარებით". – თქვა ზელენსკიმ.
ამასთან უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ $500 მილიარდის ღირებულების უკრაინული სასარგებლო წიაღისეულის აშშ-სთვის გადაცემის შესახებ საუბარიც არარეალურია.
"იყო ასევე ცალკეული პროგრამები, რა თქმა უნდა, მადლობლები ვართ ჰუმანიტარული დახმარების, მაგრამ არ შეიძლება იმის ამტკიცებდე, რომ დახმარება $500 მილიარდს შეადგენს და სანაცვლოდ მინერალებს ან რამე სხვას ითხოვდე. თუმცა ჩვენ მზად ვართ სერიოზული შეთანხმებისთვის, ჩვენ უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება". – თქვა ზელენსკიმ





