რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

უკრაინამ რუსეთში ნავთობის ქარხანაზე იერიში მიიტანა

აფეთქება სამარის ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაში
Astra

19 თებერვლის ღამეს, უკრაინამ სამარის ოლქში მდებარე ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.

ინფორმაციას ადასტურებს სამარის ოლქის მეთაური ვიაჩესლავ ფედორიშევი. წინასწარი მონაცემებით არავინ დაშავებულა, ქარხნის ტერიტორიაზე მუშაობენ ოპერატიული და საგანგებო სამსახურები.

რუსული მედია ASTRA-ს ცნობით, იერიშის შედეგად ქარხანაში მინიმუმ ორი აფეთქება მოხდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, უკრაინული დრონები ქარხანას არ დაჯახებია, ხოლო ხანძარი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევებმა გამოიწვია.

ამ დროისთვის დახურული ქარხანასთან ახლომდებარე ყაზანისა და ნიჟნეკამსკის აეროპორტები.

კომენტარები