რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: რატომ ჰგონიათ, რომ რუსეთის ულტიმატუმებს მივიღებთ, როცა უარი რთულ პერიოდში ვთქვით

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ და რუსეთი საუდის არაბეთში უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებს უკრაინის გარეშე მართავენ და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის სახელმწიფო არასდროს დათანხმდება რუსეთის ულტიმატუმებს:

"მაქვს განცდა, რომ მოლაპარაკებები ახლა იგივე ხასიათით მიმდინარეობს - ამჯერად რუსეთისა და აშშ-ს წარმომადგენლებს შორის. უკრაინის შესახებ, ისევ უკრაინაზე და უკრაინის გარეშე. მაინტერესებს, რატომ ჰგონიათ, რომ უკრაინა ახლა მიიღებს ამ ულტიმატუმებს, თუ ჩვენ მათზე უარი ყველაზე რთულ პერიოდში ვთქვით?" - თქვა ზელენსკიმ ანკარაში შეხვედრისას.

მან დაამატა, რომ "არანაირი თანხმობა არ იყო რუსებთან შეხვედრისას კიევის რეგიონის ოკუპაციის დროს, არანაირი თანხმობა იყო ბელარუსში შეხვედრისას, და არანაირი თანხმობა იყო თურქეთში გამართული შეხვედრების დროს".

"როგორც უკრაინის პრეზიდენტს, მე არასდროს მიმიცია არანაირი გარანტიები ვინმესთვის ან დამიდასტურებია რაიმე. უფრო მეტიც, მე არასდროს მქონდა განზრახული, რუსეთის ულტიმატუმები მიმეღო და ამას არც ვაპირებ". - აღნიშნა ზელენსკიმ.

კომენტარები