ვატიკანის ინფორმაციით, პაპ ფრანცისკეს, რომელიც საავადმყოფოში 14 თებერვალს გადაიყვანეს, სასუნთქი გზების პოლიმიკრობული ინფექცია დაუდგინდა.
არსებული ინფორმაციით, პაპი საავადმყოფოში შესაბამის მკურნალობას გადის და ამჟამად სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება.
88 წლის ფრანცისკეს, რომელიც პაპი 2013 წლიდანაა, ბოლო ორი წლის განმავლობაში ხშირად აწუხებდა გრიპი და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები.
მიმდინარე თვის დასაწყისში, ფრანცისკემ ყოველკვირეულ წირვაზე მომლოცველებს უთხრა, რომ მას "ძლიერი გაციება" აწუხებდა, რაც შემდგომ, ვატიკანის ინფორმაციით, ბრონქიტი აღმოჩნდა.





