საავტომობილო გზების შეზღუდვა

ზვავსაშიშროების გამო, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც, საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

"სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდეს გაუჩერებლად გავლის რეჟიმში". - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები