ისრაელი-ჰამასი

ლიბანში, ისრაელის იერიშის შედეგად, მოკლულია ჰამასის ერთ-ერთი მეთაური

X

გამოცემა The Jerusalem Post ისრაელელ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სამხრეთ ლიბანში, სიდონთან ახლოს დრონის იერიშის შედეგად მოკლულია ჰამასის მაღალჩინოსანი მუჰამედ შაჰინი.

ისრაელის დრონის თავს დაესხა მანქანას, რომელშიც შაჰინი იმყოფებოდა. ჰამასის მაღალჩინოსანი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც მედია წერს, შაჰინი ლიბანის ტერიტორიაზე ჰამასს ხელმძღვანელობდა.

სტატიაში წერია, რომ ცოტა ხნით ადრე შაჰინი ისრაელის ტერიტორიაზე ტერაქტის მოწყობას გეგმავდა.

გარდა ამისა, IDF-ის ინფორმაციით, შაჰინი ჩართული იყო ისრაელის წინააღდეგ მიმართული სარაკეტო დარტყმების ორგანიზებაში.

კომენტარები