ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთით (კენტუკი, ალაბამა, მისისიპი, ტენესი, ვირჯინია, ჩრდ.კაროლინა) მომხდარ წყალდიდობას ჯამში, სულ მცირე, 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კენტუკის შტატის გუბერნატორმა, ენდი ბეშარმა განაცხადა, რომ მომხდარის შედეგად, კენტუკის შტატში ჯამში 8 ადამიანი დაიღუპა, თუმცა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.
მეცხრე შემთხვევა ჯორჯიას შტატში დაფიქსირდა - არსებული ინფორმაციით, შუა ხნის მაკაცი საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა, როცა საძინებელი ოთახის მხარეს ხე დაეცა.
ცნობისთვის, 2024 წლის სექტემბერში ქარიშხალმა ჰელენმა (Hurricane Helene) ფლორიდასა და აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ შტატებში, სულ მცირე, 49 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა - ზემოთ აღნიშნულ შტატებს სექტემბერში მძიმე ზიანი მიადგათ.
ამ დროისთვის, რვა შტატის მასშტაბით, სულ მცირე, ნახევარ მილიონ საცხოვრებელ სახლს შეზღუდული აქვს ელექტრომომარაგება.
ბოლო მონაცემებით, ყველაზე დიდი ზიანი კენტუკის შტატს მიადგა - დაღუპულთა შორის არიან დედა, მის 7 წლის შვილი და 73 წლის მამაკაცი.
ამ დროისთვის, კენტუკის შტატის 300-მდე მაგისტრალზე მოძრაობა სრულად შეზღუდულია





