რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტრამპი ამბობს, რომ ზელენსკი ჩართული იქნება რუსეთთან მოლაპარაკებებში

დონალდ ტრამპი
Nicholas Kamm/AFP/Getty Images

16 თებერვალს, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩართული იქნება რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

"ის იქნება ჩართული, დიახ" - ასე უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტის მიერ ზელენსკის ჩართულობაზე დასმულ შეკითხვას. 

ტრამპმა ასევე თქვა, რომ ევროპულ ქვეყნებს მისცემს შესაძლებლობას უკრაინისთვის ამერიკული წარმოების იარაღი შეიძინონ.

რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სჯერა - რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სურს ომის დასრულება.

„ვფიქრობ, მას ბრძოლა შეწყვიტოს უნდა. მათ დიდი და ძლიერი სამხედრო მანქანა აქვთ, ამას ხომ ხვდებით? მათ დაამარცხეს ჰიტლერი და დაამარცხეს ნაპოლეონი. იცით, ის დიდი ხანია იბრძვის... ვფიქრობ, ახლა ბრძოლის შეწყვეტა სურს“ - თქვა ტრამპმა.

კომენტარები