რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დმიტრი მედვედევი რუსულ სოციალურ ქსელ ВКонтакте-ში აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის საუბარს ეხმაურება.
მედვედევის თქმით, ფაქტი, რომ საუბარი შედა "თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია". მისი მტკიცებით, აქამდე, აშშ-ს წინა ადმინისტრაციის გადაწყვეტილებების გამო მშვიდობა აპოკალიფსის ზღვართან იდგა.
მედვედევის თქმით, ამერიკის "თავდაჯერებულმა ელიტებმა" და "ე.წ. ღრმა სახელმწიფომ" (ანუ Deep State-მა) უნდა ისწავლონ გაკვეთილი, რომ "პლანეტას უზენაესი მმართველი ვერ ეყოლება".
"ჩვენს პატარა, წინააღმდეგობრივ, მაგრამ ძალიან ურთიერთდამოკიდებულ სამყაროში არ არსებობს და ვერ იარსებებს მთავარი ქვეყანა და პლანეტის უზენაესი მმართველი. ეს გაკვეთილი კარგად უნდა ისწავლონ ამერიკულმა თავდაჯერებულმა ელიტებმა და ე.წ. ღრმა სახელმწიფომ (აშშ-ს ბიუროკრატია). და გაიგონ, რომ კონტაქტები და კონსულტაციები ბევრად უფრო ღირებულია, ვიდრე ცხვირის აბზუება და რუსეთის მსგავსი სახელმწიფოსთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების სურვილი. პრინციპში, ეს ძალიან საშიშია, რადგან ჩვენი მუხლებზე დაყენება შეუძლებელია და რაც უფრო მალე გაიგებენ ჩვენი მოწინააღმდეგეები ამას, მით უკეთესი." - წერს მედვედევი.
რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი კვლავ აპოკალიფსით იმუქრება და ამბობს, რომ თუ მის ნათქვამს ამერიკელები ვერ გაიაზრებენ, "ბირთვული განკითხვის საათი საკუთარ შეუჩერებელ მოძრაობას შუაღამემდე გააგრძელებს".