უკრაინის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ევროპის მიერ უკრაინისთვის შეთავაზებული უსაფრთხოების გარანტიები, აშშ-ს გარანტიების გარეშე, არ არის საკმარისი.
ზელენსკის აზრით, თუ დონალდ ტრამპი შეწყვეტს უკრაინის მხარდაჭერას, აშშ-ს გარეშე ევროპა ვერ შეძლებს ამ დანაკლისის შევსებას.
"ისმის ხმები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ევროპა შეძლებს უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, უსაფრთხოება ამერიკელების გარეშე, მე ყოველთვის ვამბობ "არა"-ს. უსაფრთხოების გარანტიები აშშ-ს გარეშე, არ არის უსაფრთხოების გარანტიები". – ამბობს ზელენსკი გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში.
ზელენსკი ხაზგასმით ამბობს, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია აშშ-ს სამხედრო დახმარება და მაგალითისთვის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა Patriot მოჰყავს:
"მხოლოდ Patriot-ს შესწევს ძალა დაგვიცვას ნებისმიერი ტიპი რაკეტებისგან. არსებობს სხვა სისტემებიც, მაგრამ ისინი ვერ უზრუნველყოფენ სრულ დაცვას. ამ პატარა მაგალითითაც ხედავთ, რომ ამერიკის გარეშე გარანტიები ვერ იქნება სრული".
მიმდინარე წლის იანვარში ზელენსკიმ ილაპარაკა იმის შესახებ, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები პირდაპირ კავშირშია უსაფრთხოების გარანტიებთან, იმიტომ რომ, პრეზიდენტის აზრით, საფუძვლიანი გარანტიების გარეშე რუსეთი ძალას მოიკრებს და კვლავ გააჩაღებს ომს.