რუსული რეჟიმი

ბოკერია გაბიტაშვილზე თავდასხმაზე: განაცხადია, რომ ტიტუშკები ოცნების დაორგანიზებულები არიან

პირდაპირ ეუბნებიან საზოგადოებას, ამ შემთხვევაში, ეს უნდა ესმოდეს ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩემი აზრით მცდარი არგუმენტით ქართული ოცნების ხელისუფლებაში დარჩენას აქამდე არ მიიჩნევდნენ საბედისწეროდ სახიფათო ამბად საქართველოსთვის. 

[...]

განაცხადს აკეთებენ, პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ეს სამარცხვინო ტიტუშკები არის ხელისუფლების დაორგანიზებული. ჩვენ კი ვიცით ეს ყველაფერი, მაგრამ ასეთ ადამიანზე, რომელზეც ამხელა საზოგადოებრივი ყურადღებაა, დემონსტრაციულად ამ აქტის ჩადენა არის კიდევ ერთხელ შეხსენება.

ამიტომ თავი არ უნდა მოიტყუოს არავინ, ვინც რაიმე არგუმენტით მხარს უჭერს ქართულ ოცნებას, ან არ თვლის მათ საბედისწეროდ, რომ ეს რაღაც ემოციური გამოვლინებაა. არანაირი ემოციური გამოვლინება არ არის. არც ის იყო როცა დაგეგმეს და თან აღებინებდნენ თავის გარემოცვას სამარცხვინოდ, იმისთვის რომ ეჩვენებინათ რომ გაუსწორდნენ ადამიანს, რომელმაც მათ "გაუბედა" რამე და ამ ყველაფრის შემდეგ კიდე დაახვედრეს ეს ხალხი.

ამიტომ არ გააჩნია ალტერნატივა ამ რეჟიმის დემოკრატიულად შეცვლას. ეს გზა, ეს სამარცხვინო ამბავი, როგორი პოლიტიკური შეხედულებაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, მხოლოდ კატასტროფისკენ უბიძგებს საზოგადოებას - ყველას ბედზე აისახება ის, როცა ასეთი რეჟიმი გყავს.

ამბობს პარტია ფედერალისტების თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ლაშა გაბიტაშვილზე განხორციელებულ თავდასხმაზე. 

ცნობისთვის, 13 იანვარს ბიძინა ივანიშვილის დეპუტატები ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს აბუ დაბიში, ერთ-ერთ სასტუმროში ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირების ვიდეოები გაბიტაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა. დღეს, დილით, თბილისში საცხოვრებელ სახლთან გაბიტაშვილს ნიღბიანი პირები დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

კომენტარები