ივანიშვილის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილზე 3 ნიღბიანის მიერ თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.
"ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია [...] თუ ვინმეს ჩემზე აქვს ეჭვი, მე ასე არ მჩვევია. როცა დააშავა და არასწორად მოიქცა, ღიად და საჯაროდ, მით უმეტეს, იქ, კამერების წინ, სადაც უამრავი ადამიანი იღებდა, არ მომრიდებია, პასუხი გავცე - სადაც ოჯახისა და ახლობლების შეურცახყოფაა და მომავალშიც ასე ვიზამ.
ამის შემდეგ, ჩვენ მასთან საუბარი გვქონდა, ერთმანეთში ვისაუბრეთ. მან თავისი პოზიცია დააფიქსირა, რა, როგორ და რასთან დაკავშირებით ჰქონდა ეს ინიციატივები და შესაბამისად, გაგებით მოვეკიდე. მგონია, რომ არცერთმა ახალგაზრდამ ამ სექტას, ამ უსამშობლოებს თავი არ უნდა გამოაყენებინოს და ჩვენი თემა ამით დამთავრდა [...] თუ რამე ეჭვია, პოლიციაში ჩივილი არ გაუჭირდება და თუ დამიბარებენ, იგივე ჩვენებას მივცემ, როგორც აბუ დაბიში [...]
ზოგადად, ეს ადამიანი პროვოკაციული ქმედებებით გამოირჩევა. შეიძლება, მეზობელიც იყოს, შეიძლება, მისი ყოფილი მეგობარიც იყოს, ვისაც შეურაცხყოფა მიაყენა. ახლა კამერით რომ დარბის კაცი, ეტყობა, იმანაც, არ ვიცი, ნიღბით იყო თუ უნიღბოდ, ეს გამოძიების საგანია და დაადგენენ". - თქვა ზარქუამ.
დღეს, 11 თებერვალს, დილის საათებში მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს საკუთარ სახლთან 3 უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. ექიმის თქმით, გაბიტაშვილს ტვინის შერყევა დაუდგინდა.
"მაგრად მოაწყვეთ, დილის 9 საათზე ძაღლს რომ მიყურებთ აქ, ძაღლს რომ ვასეირნებ და უნდა მომვარდეთ და მცემოთ, ძალიან სასაცილოა, აქ არავის არაფრის არ ეშინია და აუცილებლად ჩვენ ჩვენსას მივაღწევთ.
არ ვიცი ვინ იყვნენ, ძაღლს ვასეირნებდი, უცებ სამი კაცი მომვარდა ნიღბებით". - თქვა გაბიტაშვილმა Facebook-ლაივში.
ცნობისთვის, 13 იანვარს ბიძინა ივანიშვილის დეპუტატები ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს აბუ დაბიში, ერთ-ერთ სასტუმროში ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირების ვიდეოები გაბიტაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა.





