რუსული რეჟიმი

ლაშა გაბიტაშვილს თავის ტვინის შერყევა აქვს – ექიმი

თავდასხმის შედეგად, მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ტვინის შერყევა აქვს. ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა განაცხადა.

"მისი გადმოცემით, ურტყეს თავში, სახესა და გულ-მკერდის არეში. კლინიკაში შემოყვანის შემდეგ, მას შესაბამისი კვლევები ჩაუტარდა [...] პაციენტს თავის ტვინის შერყევა აღენიშნება. ჩვენ მას ჰოსპიტალიზაცია შევთავაზეთ, თუმცა უარს აცხადებს და ამბობს, რომ ხელწერილის საფუძველზე კლინიკას დატოვებს". - ამბობს ექიმი.

მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს საკუთარ სახლთან 3 უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

"მაგრად მოაწყვეთ, დილის 9 საათზე ძაღლს რომ მიყურებთ აქ, ძაღლს რომ ვასეირნებ და უნდა მომვარდეთ და მცემოთ, ძალიან სასაცილოა, აქ არავის არაფრის არ ეშინია და აუცილებლად ჩვენ ჩვენსას მივაღწევთ.

არ ვიცი ვინ იყვნენ, ძაღლს ვასეირნებდი, უცებ სამი კაცი მომვარდა ნიღბებით". - თქვა გაბიტაშვილმა Facebook-ლაივში.

ცნობისთვის, 13 იანვარს ბიძინა ივანიშვილის დეპუტატები ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს აბუ დაბიში, ერთ-ერთ სასტუმროში ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირების ვიდეოები გაბიტაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა

კომენტარები