9 თებერვალს რუსულმა ავიაციამ კრამატორსკი ФАБ-500 ტიპის ჭურვით დაბომბა.
რუსული იერიშის შედეგად დაიღუპა 1 და დაიჭრა 9 ადამიანი.
"9 თებერვლის ღამეს, რუსეთმა მართვადი ФАБ-500-ის გამოყენებით დაბომბა საცხოვრებელი შენობა, დაშავდა 9, დაიღუპა 1 ადამიანი". – წერს კრამატორსკის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური ალექსანდრ გონჩარენკო.

იერიშის შედეგად დაზიანდა 7 კერძო სახლი, მრავაბინიანი კორპუსები, სამედიცინო ამბულატორია, საგანმანათლებლო და სავაჭრო ობიექტები.
გარდა ამისა, დაბომბვის შედეგად დაიწვა რამდენიმე ავტომობილი.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.





