სუპერ ბოულის შოუ

კენდრიკ ლამარმა სუპერ ბოულის რიგით 59-ე ჩემპიონატზე ფინალის შესვენება გააფორმა

ამერიკელმა რეპერი და გრემის 20 ჯილდოს მფლობელმა, კენდრიკ ლამარმა სუპერ ბოულის რიგით 59-ე ჩემპიონატზე ფინალის შესვენების შოუ გააფორმა. 

შოუში ასევე მონაწილეობდნენ SZA, სამუელ ელ ჯექსონი და სერენა უილიამსიც.

კენდრიკ ლამარმა შოუს ფარგლებში მისი მეექვსე სტუდიური ალბომიდან, GNX-დან ტრეკები "Luther", "All the Stars" და "TV Off" შეასრულა, ხოლო შესვენების შოუ მისი სინგლით, They Not Like Us-ით დაასრულა, რომელმაც წელს გრემის 5 ნომინაციაში გაიმარჯვა.  

ცნობისთვის, სუპერ ბოულის ფინალში ფილადელფიის "არწივებმა" კანზას სითის "ჩიფსი" ანგარიშით 40 - 22 დაამარცხა.

კომენტარები