რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

უკრაინა კურსკის ოლქში რუსი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაზე თანახმაა

მოსახლეობის ევაკუაცია კურსკის ოლქიდან, 11 აგვისტო, 2024 წელი
RFI

6 თებერვალს უკრაინამ განაცხადა, რომ მზადაა უკრაინის არმიის მიერ დაპყრობილ სასაზღვრო რაიონებში ჩარჩენილი რუსი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის გასახსნელად მოსკოვთან ითანამშრომლოს.

არსებული შეფასებებით, სამხრეთ-დასავლეთ კურსკის რეგიონის იმ ტერიტორიებზე, რომლებიც უკრაინის არმიამ აგვისტოში დაწყებული მოულოდნელი საზღვრისპირა შეტევის შედეგად დაიკავა ახლაც ცხოვრობს 1500-ზე მეტი სამოქალაქო პირი.

"ჩვენ მზად ვართ კურსკის რეგიონიდან... რუსეთში ჰუმანიტარული დერეფანი გავხსნათ, რუსეთის ფედერაციის ოფიციალური მოთხოვნის საპასუხოდ" - ნათქვამია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის განცხადებაში, რომელიც AFP-ს გადაეცა.

"როგორც ჩანს, რუსებს ასეთი ჰუმანიტარული დერეფანი არ სურთ, რადგან მათგან შესაბამისი მოთხოვნა არ მიგვიღია" - ამბობენ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და მოსკოვს საკუთარი მოქალაქეების ბედი "უყურადღებობაში" ადანაშაულებენ.

კომენტარები