რუსული რეჟიმი

კალაძე: არანაირი რეპრესიები არ არსებობს, ეს არის მოგონილი სიცრუე

პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ არანაირი რეპრესიები არ არსებობს. ეს არის მოგონილი სიცრუე. იგივე ხდებოდა გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებითაც, რომელიც ოპონენტებმა შეფუთეს, როგორც „რუსული კანონი“ [...] ჩვენს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. თავისი მოსაზრება გამოხატოს, მაგრამ არა ისე, როგორც ამას ოპონენტები აკეთებენ. ეს არ გამოვა. ქვეყანაში იქნება სიმშვიდე [...]

ვისაც პროტესტი აქვს, მისი გამოხატვა უპრობლემოდ შეუძლია. ყველას ერთნაირი მოსაზრება ვერ ექნება, ეს ნორმალურია და განსხვავებული აზრი უნდა არსებობდეს, თუმცა, ძალადობრივი ქმედებები კატეგორიულად მიუღებელია [...] არ დავუშვებთ, რომ რამდენიმე კაცის მიერ მოძრაობის შეზღუდვა მოხდეს, რომ მათ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდნინო და ამით უამრავ ადამიანს პრობლემა შეუქმნან.

ეს კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში შესატან ცვლილებებზე, რომელიც შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონსაც ეხება.

კომენტარები