რუსეთი

პუტინმა როსკოსმოსის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა

იური ბორისოვი  

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო კოსმოსური კორპორაციის, როსკოსმოსის გენერალური დირექტორი, იური ბორისოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ბორისოვის ადგილზე ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე, დმიტრი ბაკანოვი დაინიშნა.

ბორისოვი როსკოსმოსის გენერალურ დირექტორად 2022 წლის ივლისში დაინიშნა. მაშინ მან ჩაანაცვლა დმიტრი როგოზინი, რომელიც ამ თანამდებობას 4 წელი იკავებდა.

რუსული მედია РБК წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კორპორაციის თანამშრომელთა უმრავლესობამ დირექტორის ცვლილების გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ არაფერი იცოდნენ. წყაროს თქმით, ამის მიზეზი იყო "მოსკოვში ნაციონალური კოსმოსური ცენტრის პროექტის განხორციელების პარამეტრების გაურკვევლობა". მისივე თქმით, პროექტის მშენებლობის ღირებულება იზრდება და იცვლება სამომავლო საოპერაციო ხარჯების საკითხიც.

კომენტარები