ჩრდილოეთ ირლანდიაში, ქალაქ დანგენონში საცხოვრებელი სახლისთვის ხანძრის განზრახ გაჩენის გამო ორი პირი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, ხანძრისას სახლში 37 წლის კაცი, ერთი ხანდაზმული პირი და ორი ბავშვი იმყოფებოდა - მათი ჯანმრთლობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, თუმცა ორი მათგანი საავადმყოფოში რჩება.
პოლიციამ ადგილზე ორი ადამიანი დააკავა - მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, რომელიც გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს, ხოლო 21 წლის ბრალდებული, ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.