რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პუტინთან მოლაპარაკებებისთვის მზად ვარ, თუ ეს მშვიდობის მიღწევის ერთადერთი გზაა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
unn.ua

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მზად არის, პუტინთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს, თუკი ეს უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად ერთადერთი გზა არის.

ამის შესახებ ზელენსკიმ ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან საუბრისას ილაპარაკა.

"თუ ეს ერთადერთი კონფიგურაცია იქნება, რომელშიც ჩვენ შევძლებთ, რომ უკრაინელებისთვის მშვიდობას მივაღწიოთ და ხალხი არ დავკარგოთ - რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე წავალთ". - თქვა ზელენსკიმ. 

გარდა ამისა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში მისი პირადი დამოკიდებულება პუტინთან უმნიშვნელოა. 

"მე მას მტრად მივიჩნევ და სიმართლე რომ გითხრათ, ვფიქრობ, რომ ისიც მტრად  მიმიჩნევს". - თქვა ზელენსკიმ. 

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას ახლა ყველა ტერიტორიის დაბრუნება არ შეუძლია და "არ შეუძლია მილიონობით ადამიანი კარგოს რეზულტატისთვის, რომელიც შეიძლება არც კი დადგეს". 

თუმცა, უკრაინის პრეზიდენტმა დაამატა, რომ ქვეყანა კონსტიტუციას ვერ დაარღვევს და ოკუპირებულ ტერიტორიებს არ აღიარებს. 

კომენტარები