ოსკარის დაჯილდოება

ოსკარზე წარდგენილ ტრანსგენდერ მსახიობს ძველი პოსტების გამო ნომინაციაზე უარის თქმას სთხოვენ

ოსკარზე წარდგენილ ტრანსგენდერ მსახიობსა და ფილმ ემილია პერეზის ვარსკვლავს, კარლა-სოფია გასკონს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ძველი პოსტების გამო, ნომინაციაზე უარის თქმას სთხოვენ.

სოფია გასკონი კინოაკადემიის ისტორიაში პირველი ღიად ტრანსგენდერი ქალი მსახიობია, რომელიც ნომინირებულია დაჯილდოებაზე.

არსებული ინფორმაციით, გასკონი ადრეულ პოსტებში მუსლიმურ კულტურასა და ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებით კრიტიკულ გამოხმაურებებს აქვეყნებდა.

CNN-თან ინტერვიუში, გასკონმა ბოდიში მოუხადა ყველას, ვინც მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ძველი პოსტებით შეურაცხყოფილი დარჩა.

"მე არავისთის არაფერი დამიშავებია, შესაბამისად არ შემიძლია უარი ვთქვა ოსკარის ნომინაციაზე - მე არც რასისტი ვარ და არც იმას ვეწინააღმდეგები, რასაც ეს ადამიანები ცდილობენ, რომ ხალხს დააჯერონ

კიდევ ერთხელ, როგორც მარგინალიზირებული ჯგუფის წევრი, მე ეს ტანჯვა ძალიან კარგად ვიცი და ვნანობ, თუ ვინმეს რაიმე ტიპის ტკივილი მივაყენე.

მთელი ჩემი ცხოვრება ვიბრძოდი უკეთესი სამყაროსთვის.

მჯერა, სინათლე ყოველთვის გაიმარჯვებს სიბნელეზე". - თქვა გასკონმა CNN-თან ინტევრიუში

კომენტარები