3 თებერვლის ღამეს, უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით ასტრახანისა და ვოლგოგრადის ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიში მიიტანა.
ასტრახანზე იერიშის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა ოლქის გუბერნატორმა, იგორ ბაბუშკინმა, მისი თქმით, საჰაერო თავდაცვამ დრონები მოიგერია, მაგრამ ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, ერთ-ერთ ენერგოობიექტზე ხანძარი გაჩნდა.
მოგვიანებით Telegram არხმა Baza-მა ასტრახანთან მდებარე ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის დამადასტურებელი ვიდეოები გამოაქვეყნა.
დრონების იერიშის შედეგად ასევე დაზიანდა ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, იერიშის შემდეგ ქალაქს ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდება.
გარდა ამისა, უკრაინული იერიშის პერიოდში, მუშაობა შეაჩერეს ასტრახანის, ყაზანის, ნიჟნემარსკის, სარატოვის, ულიანოვის, ვლადიკავკაზის, გროზნოსა და მაჰაჩყალის აეროპორტებმა.





