რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

კურსკში ნაღმზე აფეთქდა რუსეთის პრიმორიეს მხარის ვიცეგუბერნატორი

პრიმორიეს ოლქის ვიცეგუბერნატორი სერგეი ეფრემოვი
Sputnik Armenia

უკრაინაში ნაღმზე აფეთქდა რუსეთის ოლქის, პრიმორიეს ვიცეგუბერნატორი სერგეი ეფრემოვი.

Telegram არხების ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც ეფრემოვი იმყოფებოდა კურსკის ოლქში ნაღმზე აფეთქდა. მაღალჩინოსნის გარდა დაიღუპა რუსული არმიის ოფიცერი. 

ეფრემოვი სამხედრო სასწავლებლის კურსდამთავრებული იყო, პრიმორიეში ხელმძღვანელობდა ჯარის, ავიაციისა და ფლოტის ხელშეწყობის საზოგადოებას. 

2022 წელს, ომის დაწყების შემდეგ მეთაურობდა 155-ე სამხედრო ქვეითთა ბრიგადის მოხალისეობრივი ქვედანაყოფ ტიგრს. 2024 წლის თებერვალში დაბრუნდა ფრონტიდან და გახდა პრიმორიეს ვიცეგუბერნატორი, კურსკში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, მეორედ გაემგზავრა ომში, ამჯერად კურსკის ოლქში.

2023 წელს მიიღო თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ორდენი დნრ-ის გმირი.

კომენტარები