31 იანვარს უკრაინის არმიის სარაკეტო ძალებისა და არტილერიის ქვედანაყოფმა კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების (ВСУ) გენშტაბი ავრცელებს.
"მაღალი სიზუსტისა და კოორდინირებული თავდასხმის შედეგად მეტოქის სამეთაურო პუნქტი განადგურებულია. ეს ოპერაცია მტრის სამეთაურო პუნქტების განადგურების, მისთვის საომარი ქმედებებისა და ლოჯისტიკის ეფექტიანი კოორდინირების საშუალების წართმევის სისტემური სამუშაოს ნაწილია". - წერია გენშტაბის განცხადებაში.
გენშტაბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მტრის სამეთაურო პუნქტების განადგურება რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შეწყვეტამდე გაგრძელდება.





