28 იანვარს აშშ-ს ალასკის შტატის ავიაბაზასთან სამხედრო წვრთნების დროს F-35 ტიპის ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა. პილოტმა კატაპულტირება მოასწრო და ცნობების მიხედვით, იგი სტაბილურ მდგომარეობაშია.
პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ შემთხვევის მიზეზი "ფრენის დროს გაუმართაობა" გახდა. შედეგად, დაჯდომის დროს თვითმფრინავი ეიელსონის ავიაბაზაზე ჩამოვარდა.
პრესკონფერენციაზე ასევე თქვეს, რომ ავარიამდე პილოტმა ფრენის დროს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, თუმცა მან კატაპულტირება შეძლო და სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ სტაბილურ მდგომარეობაში იყო.
F-35-ის ჩამოვარდნის კადრები სოციალურ მედიაშიც გავრცელდა: