რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოლაპარაკებების ეშინია

დღეს პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოლაპარაკებების ეშინია, ძლიერი ლიდერების ეშინია და ყველაფერს აკეთებს, რათა ომი გაწელოს. ყოველი ნაბიჯი, რომელსაც ის დგამს და ყველა მისი ცინიკური ხრიკი იმისკენ არის მიმართული, რომ ომი დაუსრულებელი გახადოს.

2014 წელს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი დაიწყო, რომელიც 2022 წელს სრულმასშტაბიანი გახადა. ახლა ვხედავთ, რომ რეალური მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ სწორედ პუტინი აკეთებს ყველაფერს, რათა მშვიდობის ნაცვლად ან სრულმასშტაბიანი მკვლელობა გააგრძელოს, ან პაუზა მიიღოს, რათა შემდგომ, ჰიბრიდული იერიშების მიტანის ფონზე, ახალი სრულმასშტაბიანი შეჭრა მოამზადოს.

მსოფლიო ლიდერებმა წინა წლების შეცდომები უნდა გაითვალისწინონ, ასევე იმ ლიდერების შეცდომები, რომლებიც ასპარეზზე აღარ არიან. პუტინს საკმარისი შესაძლებლობები აქვს გლობალური სტაბილურობის შესარყევად, თუმცა ზედმეტად მხდალია, რომ ძლიერი ლიდერებისგან რეალურ ზეწოლას გაუძლოს. 

ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ მტკიცედ და ერთობლივად ყველამ, ვისაც გვყოფნის სიმამაცე, გვჯეროდეს მშვიდობის და ძალის მეშვეობით ვუახლოვდებოდეთ მას. ჭეშმარიტი მშვიდობა შესაძლებელია, თუ რუსეთს ამას ვაიძულებთ.

წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის "ხალხის გამოყოფა" შეუძლია.

ამავე ინტერვიუში პუტინი ირწმუნებოდა, რომ "მოლაპარაკებების წარმოება ნებისმიერთან შეიძლება", თუმცა ზელენსკის ძალაუფლება არალეგიტიმურია და ამიტომ მოლაპარაკებების დაწყებაც არალეგიტიმური იქნება.

კომენტარები