რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პუტინის თქმით, მზად არის, ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის "ხალხი გამოყოს"

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის "ხალხის გამოყოფა" შეუძლია.

"თუმცა, თუ მას მოლაპარაკებებში წარმოება სურს, მაშინ ასეთ ხალხს გამოვყოფ, რომლებიც ამ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. საკითხი დოკუმენტების საბოლოოდ ხელის მოწერას ეხება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელმაც უკრაინისა და რუსეთის უსაფრთხოება სერიოზულად ხანგრძლივ ისტორიული პერსპექტივაში უნდა უზრუნველყოს. არც ერთი აცდენა, არც ერთი სიუხეშე არ უნდა იყოს". - თქვა პუტინმა. 

ამავე ინტერვიუში პუტინი ირწმუნებოდა, რომ "მოლაპარაკებების წარმოება ნებისმიერთან შეიძლება", თუმცა ზელენსკის ძალაუფლება არალეგიტიმურია და ამიტომ მოლაპარაკებების დაწყებაც არალეგიტიმური იქნება.

"მოლაპარაკებების წარმოება ყველასთან არის შესაძლებელი, უბრალოდ ზელენსკის არ აქვს უფლება რამეს მოაწეროს ხელი, ვინაიდან მისი ძალაუფლება არალეგიტიმურია. ახლა რომ დავიწყოთ მოლაპარაკებები, არალეგიტიმური იქნება". – თქვა პუტინმა.

კომენტარები