რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას ჰყოფნის გამბედაობა, არ გახდეს "სათამაშო" დასავლეთის ხელში და შეინარჩუნოს საკუთარი სტაბილურობა.
"ვაშინგტონის მიმავალი ადმინისტრაცია და ევროკავშირის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ, რათა შეცვალონ ქართველი ხალხის სუვერენული არჩევანი და მათ მიერ არჩეული ხელისუფლების კურსი, რომელიც მიმართულია მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ. ისინი თბილისს ულტიმატუმს უყენებენ: ან დასავლეთთან, ან რუსეთთან. დარწმუნებული ვართ, რომ ქართველ ხალხს ეყოფა მოთმინება და სიბრძნე, რათა არ გახდეს სათამაშო სხვის ხელში, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური და პოლიტიკური არასტაბილურობისკენ უბიძგებს". - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, უწყება აღნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შორის ავიაფრენების სიხშირე და გეოგრაფია მუდმივად იზრდება და იხსენებს, ვლადიმირ პუტინის მიერ 2023 წელს ხელმოწერილ გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების შესახებ. ასევე, 2024 წლის ოქტომბერში მიღებულ გადაწყვეტილებას, როდესაც რუსეთმა უვიზო რეჟიმი გააფართოვა.
"მზად ვართ რუსულ-ქართული ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზაციისთვის იმდენად, რამდენადაც ამისთვის თბილისი იქნება მზად". - წერია განცხადებაში.





