კალასი: ახლა ყველაფერი ქართველი ხალხის ხელშია

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე პროცესების განვითარება ქართველ ხალხზეა დამოკიდებული.

"ჩვენ დღეს რა თქმა უნდა განვიხილავთ საქართველოს საკითხს". - 27 იანვარს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა იმართება, სადაც საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ.

"ჩვენ ვაჩერებთ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმს". - თქვა კალასმა მედიასთან.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე გაკეთებულ კომენტარში მან ასევე განაცხადა, რომ  "მთავრობისთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარება არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო სექტორს გადაეცემა, თუმცა ახლა ყველაფერი ქართველი ხალხის ხელშია".

კომენტარები