ცნობილია, რომ ტრამპმა პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ასევე დიდი რაოდენობით, იმ დროისთვის ყველაზე მეტი შეზღუდვა, სანქცია დააწესა რუსეთის წინააღმდეგ. არ ვფიქრობ, რომ ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც შეესაბამებოდა არა მარტო რუსეთის, არამედ თავად აშშ-ს ინტერესებს.
სხვათა შორის, ბაიდენმა ჩაიგდო ხელში ეს ესტაფეტის ჯოხი და უფრო მეტი შეზღუდვა დააწესა, ხოლო შედეგი ცნობილია - ძალიან ბევრი გადაწყვეტილება, რომელიც თავად აშშ-ს ეკონომიკისთვის არის საზიანო, მაგალითად, აშშ-ს დოლარის სიძლიერისთვის ძირის გამოთხრა, რადგან რუსეთისთვის დოლარის გამოყენების აკრძალვა - ხოლო ჩვენ დოლარის გამოყენებაზე უარი არ გვითქვამს, ეს წინა ადმინისტრაცია არ გვაძლევდა საშუალებას, დოლარი საანგარიშო ერთეულად გამოგვეყენებინა - ეს გადაწყვეტილება, ჩემი თვალსაზრისით, სერიოზული ზიანს აყენებს თავად აშშ-ს.





