რუსეთი

რუსეთში ინტერნეტ სერვისებისა და მობილური ოპერატორების მუშაობა მასობრივად შეფერხდა

Freepik

რუსეთის საინფორმაციო ტექნოლოგიების და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა (როსკომნადზორი) რუსეთში 24 იანვრის დილას მობილურის ოპერატორებისა და ინტერნეტ სერვისების მუშაობაში მასობრივი შეფერხება აღრიცხა

შეფერხება ინტერნეტ-მონიტორინგის სერვისებმა, Downdetector.su-მ, Downradar-მა და Сбой.рф-მაც აღრიცხეს.

რუსეთში მომხმარებლებმა ხარვეზები მობილური ოპერატორების, Мегафон-ის, МТС-ის, Yota-ს, T2-ისა და ბილაინის მუშაობაში შენიშნეს. 

გარდა ამისა, მუშაობის მასობრივი შეხება Ростелеком-ს, Telegram-ს, Viber-ს, Steam-ს, Twitch-სა და ბანკებს ВТБ-სა და Т-Банк-ს შეეხო. 

გამოცემა Коммерсант-ს T2-ის პრესსამსახურმა უთხრა, რომ მობილურ მომსახურებაზე წვდომის პრობლემები არ შეუმჩნევიათ. 

მანამდე, რუსეთში ინტერნეტ სერვისების შეფერხება 14 იანვარს აღირიცხა, როდესაც Google, LiveInternet, Wikipedia და სხვა ვებგვერდები არ მუშაობდნენ. როსკომნადზორი იტყობინებოდა, რომ "წვდომაში მცირეხნიანი დარღვევა" მოხდა.

კომენტარები