რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

დუდა: არ მინდა, პუტინს ვეხვეწო მოლაპარაკებების დაწყება, მინდა, ის უკრაინას ეხვეწოს

მე არ მინდა, ვლადიმირ პუტინს ვეხვეწო მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას. მე მინდა, ვლადიმირ პუტინი ევედრებოდეს უკრაინას და უკრაინის მოკავშირეებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას და იმაზე საუბარს, როგორ დავასრულოთ ეს ომი და როგორ გადავჭრათ ყველა პრობლემა, რომელიც გვაქვს.

რუსეთი საერთაშორისო სამართალს პატივს არ სცემს, არც თავად რუსები, იმიტომ, რომ ისინი საერთაშორისო სამართალს ყოველდღიურად არღვევენ. ამიტომ, თუ ვსვამთ კითხვას, როგორ წავახალისოთ ვლადიმირ პუტინი, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს, ჩემი პასუხია: უნდა მივიღოთ ისეთი გადამწყვეტი ზომები, რომლებიც ვლადიმირ პუტინს აიძულებს, სამშვიდობო მოლაპარაკებები მოითხოვოს.

თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) პარალელურად ვიქტორ პინჩუკის ფონდის მიერ მოწყობილ უკრაინულ საუზმეზე

კომენტარები