რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

რუსეთმა უკრაინაზე 4 ბალისტიკური რაკეტით და 131 დრონით მიიტანა იერიში

21 იანვრის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე 4 Искандер-М ტიპის ბალისტიკური რაკეტითა და 131 სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით, მათ შორის Shahed-ის ტიპის დრონებით მიიტანა იერიში.

ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები Telegram-ზე ავრცელებენ.

მათი ინფორმაციით, დადასტურებულია 72 შაჰიდის ტიპის დარტყმითი დრონისა და სხვა ტიპის უპილოტო აპარატის ჩამოგდება პოლტავის, სუმის, ხარკოვის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, კიევის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, ვინიცის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, ნიკოლაევის, ოდესის, ზაპოროჟიეს და როვნის რეგიონებში. 59 უპილოტო აპარატი ლოკაციურად დაკარგულია (დამანგრეველის შედეგების გარეშე).

რუსეთის ძალებმა რაკეტები რუსეთის ფედერაციის ვორონეჟის ოლქიდან, ხოლო დრონები - რუსული ქალაქების, მილეროვოს, ორიოლის და პრიმორსკო-ახტარსკის მიმართულებიდან გაუშვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლტავის და ჩერკასის რეგიონებში დაზიანებულია სამეურნეო ნაგებობები და კერძო სახლები. წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა და თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

კომენტარები