რუსული რეჟიმი

ივანიშვილის მთავრობა საუნივერსიტეტო რეფორმისთვის სამთავრობო კომისიას ქმნის

ივანიშვილის მთავრობა საუნივერსიტეტო რეფორმისთვის სამთავრობო კომისიას ქმნის - ამის შესახებ ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. 

კობახიძის თქმით, აღნიშნული სამთავრობო კომისიას, რომელიც მისივე თქმით, 4 წლის მანძილზე იმუშავებს უმაღლესი განათლების სისტემასა და საუნივერსიტეტო რეფორმაზე განათლების მინისტრი, ალექსანდრე წულაძე (რომელიც კომისიის მდივანი იქნება) და ლევან იზორია, გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი (პრემიერ მინისტრის მრჩეველი განათლებისა და მეცნიერების საკითხებში) უხელმძღვანელებს.  

"ჩვენ ვქმნით სამთავრობო კომისიას, რომელიც იმუშავებს საუნივერსიტეტო რეფორმაზე - 4 წლიან პერსპექტივაში, ჩვენ თვისებრივად უნდა გარდავქმნათ საუნივერსიტეტო, უმაღლესი განათლების სისტემა ჩვენს ქვეყანაში.

დღეს, როგორც მოგეხსენებათ არ არის დამაკმაყოფილებელი უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში და რესურსები არის ძალიან დიდი ამ მიმართულებით - მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ყველა რესურსი ყველა მიმართულებით, რომ 4 წელიწადში, ჩვენ მივიღოთ თვისებრივად განახლებული სისტემა.

თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ 4 წელიწადში ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს ზუსტად იმ ხარისხის უმაღლესი განათლება, რა ხარისხითაც ის იღებს განათლებას, მაგალითად ევროპულ ქვეყნებში.

ამისათვის უნდა დაისახოს კონკრეტული, გაწერილი გეგმა და ამაზე იმუშავებს სამთავრობო კომისია - სამთავრობო კომისიას უხელმძღვანელებენ, მოადგილე იქნება, რა თქმა უნდა განათლების მინისტრი, ბატონი ალექსანდრე წულაძე და ამ კომისიის მდივანი იქნება, ბატონი ლევან იზორია, რომელიც გახლავთ პრემიერმინისტრის მრჩეველი განათლებისა და მეცნიერების საკითხებში.

აქაც არცერთი დღე და არცერთი კვირა არ უნდა ჩავაგდოთ, ინტენსიური მუშაობა დაგვჭირდება იმისთვის, რომ 4 წლის თავზე, ჩვენ სრულად მივაღწიოთ დასახულ მიზანს". - თქვა კობახიძემ.

კომენტარები